Tuesday, April 25, 2017

‘’ჩვენს შესახებ’’

გამარჯობა!
მინდა მოკლედ გიამბოთ ‘’ჩვენს’’ანუ ამ პროეტის მონაწილეების შესახებ.
  
Megi Janjghava-(ი)ს ფოტო.  

   ეს მეგი ჯანჯღავაა.დაიბადა 2001 წლის 21 ივლისს, სწავლობს N36 საჯარო სკოლის X კლასში.მეგის არ აქვს არჩეული პროფესია,თუმცა დაინტერესებულია ძველი ფაქტებით,სწორედ ამიტომ,მან უამრავი საინტერესო ფაქტი მოიძია ვაკისუბნის შესახებ.

თამარ ბროკიშვილი-(ი)ს ფოტო.

თამარ ბროკიშვილი 2000წლის 15 ივნის დაიბადა.ისიც 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა ,ოღონდ XI კლასელი.პროფესია ჯერ არც მას აურჩევია ,თუმცა არქიტექტორობას ფიქრობს.დიზაინი მასთან ახლო კავშირშია,ამიტომ თამარი ბლოგის დიზაინერია.
ანა გელენიძე-(ი)ს ფოტო.

ანა გელენიძე დაიბადა 2001 წლის 8 ივლისს.იგი 36-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეა.სურს გახდეს ქირურგი,თუმცა პაციენტებზე არანაკლებ აღელვებს მისი უბნის ბედი,ამიტომ ის პროქტში ჩაერთო და უბანში მდებარე საავადმყოფოები და სკოლები შეისწავლა.

Lana Maglaperidze-(ი)ს ფოტო.
ლანა მაღლაფერიძე დაიბადა 2000 წლის 23 ნოემბერს.ლანაც 36-ე საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეა.ისევე, როგორც რამოდენიმე გუნდის წევრს ,არჩეული პროფესია არც მას აქვს.ძალიან უყვარს სეირნობა ,ამიტომ ვაკისუბნის ყველა ქუჩის აღწერა მას მიეწერება.
Mari Shashiashvili-(ი)ს ფოტო.
მარიამ შაშიაშვილი გუნდის ‘’უხუცესი’’ წევრია,რადგან ის 1999 წლის 19 ნოემბერს დაიბადა.ქუთაისის 36-ე საჯარო XI კლასშია და მიზნად აქვს დასახული სამედიცინოზე ჩაბარება.აღსანიშნავია ისიც,რომ არანაკლებ იტაცებს ძველი კულტურა,ამიტომ ვაკისუბნის ნაკლებად ცნობილი ფაქტები,მისი წყალობით დღეს მეტად ცნობილია.

Tata Gumberidze-(ი)ს ფოტო.
ეს თათია გუმბერიძეა,დაბადებული 2001 წლის 4 ივლისს,რა თქმა უნდა ისიც 36-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა,ოღონდ მე-10 კლასელი.თათიას ისევე ,როგორც გუნდის უმეტეს ნაწილს,არჩეული პროფესია ჯერ არ აქვს.პროეტზე მუშაობის დროს მან წვლილი შეიტანა მასალის მოგროვებასა და აკრებაში.
Ana Svanadze-(ი)ს ფოტო.

ანა სვანაძე 2000წლის 28 თებერვალს დაიბადა.ანა 36-ე საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა და მომავალში ელჩობას აპირებს.გატაცებულია ფოტოგრაფიითაც,ამიტომ ბლოგზე განთავსებული ფოტოები ანას და მის ფოტოაპარატს მიეწერება.
ქეთი კვირიკაძე-(ი)ს ფოტო.

მე ქეთევან კვირიკაძე ვარ.დავიბადე 2000წლის 29 ოქტომბერს.ვსწავლობ ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის XI კლასში და ვაპირებ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებას.ჩემი პროექტში შეტანილი წვლილი აისახება ბლოგის შექმნით,მოპოვებული ინფორმაციის აკრებით და გუნდის სხვა წევრების გამხნევებით.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ყველაფერი ისე გამოვა ,როგორც დავგეგმეთ.
ვისურვებთ წარმატებებს!



საკონტაქტო ინფორმაცია
597-084-434
595-932-732

No comments:

Post a Comment