მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, რომელსაც ჯერ კიდევ, პიონერთა პარკად მოიხსენიებს ბევრი, ქალაქის ის მნიშვნელოვანი ნაწილია , რომელიც სავიზიტო ბარათად თუ არა, ერთ-ერთ სტრატეგიულ ადგილადაა მიჩნეული. იგი ელექტრომექანიკური ქარხნის თაოსნოით დაარსდა. ქარხნის ხელმძღვანელობამ XX საუკუნის 50-იან წლებში, ბაღი შემოღობა და თავისი მუშა-მოსამსახურეების გასართობი და დასასვენებელი ადგილი კეთილმოაწყო. მოგვიანებით, 1961წელს, აღმასკომის დადგენილებით, ელექტრომექანიკური ქარხნის პარკი ქუთაისის განათლების განყოფილებას გადაეცა და სახელიც შესაბამისი დაერქვა - პიონერთა პარკი. დღეს ყოფილი პიონერთა პარკი მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკია და სახელწოდებაგათანამედროვებული თავის ოდინდელ მოვალეობას ახლაც პირნათლად ასრულებს.
მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის ლიტერატურულ სარდაფში ჩატარებული საღამოები 2015 წელს. 1. ნინო ნადირაშვილის წიგნის პრეზენტაცია. 2. დათო ბუაძის საღამო. 3. სოსო იარღანაშვილის წიგნის პრეზენტაცია. 4. დათო ახლოურის პოეზიის საღამო. 5. იზა ვეფხვაძის საღამო - "მოყვასისათვის შეწირულები". 6. დათო ტურაშვილის ლექცია "წიგნი".
2016 წელი 1. როსტომ ჩხეიძე - ლექცია რეზო გაბაშვილის ცხოვრება. 2. გიზო თავაძე - წიგნი "მოკლე" პრეზენტაცია. 3. 22 აპრილს - ნინო ნადირაშვილის და დათო ბუაძის წიგნების წარდგენა. 4. 13 მაისი - ელგუჯა თავბერიძის წიგნის "ხეზე ასვლა" პრეზენტაცია. 5. 27 მაისი - ლიტერატურული კომპოზიცია გიზო თავაძის პოეზიის მიხედვით. 6. 6 ივნისი - ანა ფუტკარაზის პოეზიის საღამო. 7. იზა ვეფხვაძის წიგნის "ამ მეგობრობით შევცვლით
No comments:
Post a Comment