Tuesday, April 25, 2017

''ვაკისუბნის'' ღირშესანიშნაობები ნაწილი II

‘’ჭაბუკის ჯვარი’’
   ‘’ ბაკისუბანში არხზე გადასვლისას ყველასთვის შესანისნავია გზისპირას წამოწეული სახლები,უკან ძელქვის რამდნემე ხე.წინათ აქ ‘’ნიში’’ ყოფილა ‘’ნიშში’’ პატარა,მაგრამ იშვიათი მხატვრული ძეგლია.ეს ‘’ნიში’’ ჩვენი ქვეყნის მტრებს წარსულში წარსულში დაუნგრევიათ და ქვები მიმოუფანტავთ.მის ნაშთს დღეს ‘’ჭაბუკის ჯვარს ‘’ უწოდებენ.
  ბაკისუბნელებს კარგად ახსოვთ ,რომ არხის პირას მდგარი ვერხვები და ეზოში წარმართული ოდა თავის ბოსტნით იაკობ სინაურიძეს ეკუთვნოდა.უბნელები სიამოვნებით იგონებენ ,როგორ გადმოდგებოდა ხოლმე 100 წლის მოხუცი აივანზე,როგორ გატენიდა გრძელ ჩიბუხს თამბაქოთი,რომელიც თუთის ხის კანისაგან დაგრეხილ ბაწარზე იქვე,აივანზე იყო გადმოკიდებული.ახალგაზრდობის თხოვნით ძველი ამბების მოყოლას დაიწყებდა. მოხუცის მონათრობიდან შთამბეჭდავი გმირი ჭაბუკის ამბავი იყო.
   იმერეთის მეფის გიორგი აბაშძის მეფობის დროს ოსმალების ჯარი ბაღდათში გამაგრებულ ქუთაისის მახლობლად დაწრიალებნენ,თუმცა თავდასხმას ვერ ბედავდნენ,მხოლოდ ერთ ღამეს გაბედეს ქალაქის სამხრეთის კართან მოახლოება.მაშინ იქ მეფის ბაღები ყოფილა.მეფეს მებაღედ ედგა ბიჭა სინაურიძე,რომელსაც ქალ-ვაჟი ჭაბუკა და ნიფადორ ჰყოლია.იმ საბედისწერო ღამეს ბიჭა სინაურიძე მეფეს დაუბარებია სასახლესი და ხილისა და ბოსტნეულის მიტანა უბრძანებია მისთვის.20 წლის ჭაბუკა და 15 წლის ნიფადორა შინ მარტო დარჩენილან.იმ საღამოს სინაურიძეებს ბიძაშვილი დედაოზ ჩარკვიანი სწვევია სტუმრად.
  ახალგაზრდები გვინობამდე შეყვნენ სმას.ნიფადორამ ბეღლებისკენ გაიხედა ,რომელიც ძელქუანის ტყის პირას იდგა.ეზოს გადაღმა რაღაც ჩრდილები დალანდა.მიხვდა ,რომ ოსმალები იყვნენ და ქალაქზე თავდასასხმელად ემზადებოდნენ.
  მთელ იტყე მტრის ჯარით იყო სავსე.ნიფადორა ცხენს მოახტა და სახლისაკენ გაიქცა ამბის შესატყობინებლად.დებაოზამ და ჭაბუკამ თოფები ძელქვებს ქამრებით მიაკრეს.თუ მტერი ქალაქისკენ დაიძვროდა,უნდა დაეყოვნებინათ მათი წინსვლა.მტერთან შეტაკება მართლა მოუხდათ.უთანასწორო ბრძოლაში ორივე ჭაბუკი დაიღუპა.გამარჯვება საბოლოოდ ქართველებმა მოიპოვეს.მეფემ ორივე ჭაბუკის დასაფლავება იქ ბრძანა ,სადაც ისინი გმირულად დაეცნენ-იგონებენ ‘’ვაკისუბნელები’’ იაკობ სინაურიძს მნათხრობიდან.
     ძელქვის ტყის პირას  გათხარეს წყვილი სამარე.მიწა იმერეთის კათალისკოსმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ აკურთხა.სამარის გარშემო ბალავარი გაჭრეს და ‘’ნიშისათვის’’ დუღაბი ჩაასხეს.’’ნიშის’’ თავზე ცაგერიდან ჩამოტანილი ქვის ჯვარი აღმართეს,რომელსაც ხალხმა ,,ჭაბუკის ჯვარი’’ დაარქვა.დღეს ამ ადგილას ამავე სახელობის ეკლესიაა.წინათ გზად მიმავალი მხედარი თურმე ცხენიდან ჩამოხტებოდა და თავდახრილი,მოკრძალებული გაუვლიდა ნანიშარ ბექობს.’’

თეა ზიბზიბაძე

No comments:

Post a Comment