მე-20 საუკუნის დასწყისში ვაკისუბანი დაფიქსირებული იყო,როგორც ქალაქის
ერთ-ერთ სამხრეთით მდებარე სოფლად,შემდეგ უბნად.
1892 წლის 23 მარტს შედგენის
აქტში ვკითხულობთ ,რომ:სოფელ ვაკისუბანში მცხოვრებმა თეოდორე სალდაძემ სოფელ მესხეთსი
მცხოვრებ გლეხ თეოდორე გაბრიელის ძე შალამბერიძეს გადასცა მიწის ნაკვეთი,სახნავ სათესი
ადგილით ,სახელმწიფო ბაჟით.
1908 წლის 17 მარტს აქტით: მე
ქვემორე ამის ხელისმოწერმა მცხოვრებმა ვაკისუბანშ
სახელმწიფო გლეხმა ,სოფრომ იესეს ძე სალდაძემ,გავყიდე სახნავ-სათესი მიწა მესხეთის
მცხოვრებ სამსონ გიორგის ძე ბოლქვაძეზე.
1924 წლის 30 აგვისტო: ჩვენ
ქვემორე ამის ხელისმომწერნი,მცხოვრებნი ქუთაისის მაზრის ერთის მხრივ სოფელ ზემო მესხეთში
გრიგოლ სმსონის ძე ბოლქვაძე და მეორეს მხრივ სოფელ ვაკისუბანში ბესარიონ ივანეს ძე
სალდაძეს ურთიერთშორის თანხმობით გავცვალეთ ჩვენი სახნავი ნაკვეთი მიწა შემდეგი წესით:მე
გრიგოლ სამსონის ძე ბოლქვაძე მოვიცვალე და მოგეცით თქვემ,ბესარიონ ივანეს ძე სალდაძეს
ჩემი კუთვნილი სახნავი ადგილი ვაკისუბნის დაჩაში.ორი ქცევა და ხუთი კვალი,რომლის ნაცვლად
მე ბესარიონ სალდაძემ მოგეცით თქვენ გრიგოლ სამსონის ძე ბოლქვაძეს ჩემი კუთვნილი ადგილი
მდებარე იმავე ვაკისუბნის დაჩაში,ყოველივე ზედ მყოფი ხეხილით და საკავებლით.ზომით მიწა
და ერთი ქცევა და ათი კვალი.
No comments:
Post a Comment