Tuesday, April 25, 2017

„ვაკისუბნის“ ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრები

 რეზო თაბუკაშვილის ქუჩა
 რეზო თაბუკაშვილი დაიბადა ცნობილი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის შალვა თაბუკაშვილის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის მეშვიდესაშუალო სკოლა. სწავლა განაგრძო მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, რომელიც 1949 წელს დაასრულა.
თაბუკაშვილის ლექსები და თარგმანები იბეჭდებოდა 1940-იანი წლებიდან. მისი პიესები წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე: „რაიკომის მდივანი“ (. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1953, რეჟ. . იოსელიანი; შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1972, რეჟ. . სტურუა), „რას იტყვის ხალხი“ (. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრი, 1956, რეჟ. . იოსელიანი; 1975, რეჟ. . ნიკოლაძე), „დენბურგის ზარი“ (რუსთაველის თეატრი, 1970, რეჟ. . ქავთარაძე) და სხვა.
თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების . ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), . ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა.

მეტად მნიშვნელოვანი გამოდგა რეზო თაბუკაშივილისატვის სიცოცხლის ბოლო 10-12 წელი, როდესაც იგი მთელი არსებით გატაცებული იყო საავტორო დოკუმენტური ფილმებით. 1980 წელს ეკრანებზე გამოვიდა მისი პირველი კინოდილოგია სერიიდან — „ქარველები იტალიაში“ („კვალი ნათელიდაალპური ვარსკვლავი“). ამას მოჰყვამიხეილ ხერგიანი“, „პირველად იყო სიტყვა“, „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“, „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესიდა ისევ დილოგიანაძარცვის კვალდაკვალდაშორიელთა სიახლოვე“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
სილოვან ხუნდაძის ქუჩა     
     სილოვან ხუნდაძე (. 3 აპრილი/16 აპრილი, 1860, სოფ. კალაგონი, ამჟამად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი . 12 მაისი, 1928, ქუთაისი), ქართველი პედაგოგი, ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი დამდგენი, ლიტერატორი და პუბლიცისტი, ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწის რაჟდენ ხუნდაძის (1845-1929) უმცროსი ძმა, საქართველოში ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პროფესორ ფატი ხუნდაძის (1895-1978) მამა.დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ კალაგონში, მღვდელ თომა ხუნდაძის ოჯახში. 1880 წელს სილოვან ხუნდაძემ დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. 1879-1880 წლებში მისი რედაქტორობით გამოვიდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნალ "სამშობლოს" ოთხი ნომერი. 1884 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. აქ ის ისმენდა გამოჩენილი მეცნიერების: პეტრე ერნშტედტის, თადეუშ ზელინსკის, დავით ჩუბინაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და სხვათა ლექციებს. ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლისას, ჟურნალ "ივერიას" 1882 წლის მე-12 ნომერში, გამოაქვეყნა თავისი პირველი საყურადღებო ნაშრომი "ისტორიული კილო გრიგოლ ორბელიანის ლექსებში" . ილოვან ხუნდაძე გარდაიცვალა 68 წლის ასაკში. დაკრძალულია ქუთაისში, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ქუთაისის ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის ეზოში დადგმულია მისი ბიუსტი.
შალვა დადიანის ქუჩა
დაიბადა ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნიკოლოზ დადიანის ოჯახში. სწავლა-განათლება მიიღო შინ მოწვეული მასწავლებლების ხელმძღვანელობით. უკვე ადრეული სიჭაბუკის წლებში გაიტაცა ეპოქის პროგრესულმა სოციალურ-პატრიოტულმა იდეებმა. ამ იდეებით არის განსჭვალული მისი ლექსების პირველი კრებული "ნაპერწკალი" (1892) და პროზაული მინიატურები (იბეჭდებოდა გაზეთ "ივერიაში" 1896-იდან). 1893 წლიდან დადიანმა მსახიობობა დაიწყო და შემდგომში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი გახდა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში, აგრეთვე ბაქოსა და ნოვოროსიისკში. მეფის ცენზურის აკრძალვის მიუხედავად, ამ დასმა პირველმა დადგა მაქსიმ გორკის პიესა "უკანასკნელნი".



იოსებ  ოცხელის ქუჩა
დაიბადა ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახშიიოსებ ოცხელი იყო პეტრეს ბიძა.
1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე ოცხელის მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, როგორცკონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრსდა ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს.
სამსონ თოფურიას ქუჩა

  სამსონ თოფურია დაიბადა 1854 წლის 12 ივნისს აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში ხელმოკლე აზნაურის ოჯახში. ადრეულ ასაკში დაობლებული ექვს წლამდე იზრდებოდა ახლო ნათესავ მელიტონ ნადარეიშვილთან ხოლო, შემდეგ აღსაზრდელად წაიყვანეს ქუთაისში, ნათესავთან, ედუკი პეტრესასულ თოფურია მაჭავარიანთან. მათ დიდი ყურადღება და გულისხმიერება გამოიჩინეს ნიჭიერი ბავშვის მიმართ. სამსონი ჯერ კერძო სასწავლებელში მიაბარეს, ხოლო შემდეგ შეიყვანეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სასწავლებლად გაემგზავრა . ოდესაში, სადაც ჩაირიცხა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკუტეტზე. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.სამსონ თოფურია ოცნებობდა თავისი სამკურნალო სამეცნიეროკვლევით კერად გადაექცია. დაუღალავმა მუშაობამ დაღი დაასვა მის ჯანმრთელობას და მძიმე ავადმყოფობის (ტუბერკულოზი, დიაბეტი) შედეგად 1904 წლის 23 ივლისს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების წინ მან დატოვა ანდერძი, რომ სამკურნალო უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქ ქუთაისს. ეს სამკურნალო იმავე შენობაში დღესაც ფუნქციონირებს და ატარებს სამსონ თოფურიას სახელს.
     
თავდაპირველად სამსონ თოფურია ქუთაისის ცენტრში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, მისი დანგრევის შემდეგ საფიჩხიის სასაფლაოზე იქნა გადასვენებული, ხოლო 2001 წელს ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით გადასვენებული იქნა "მწვანეყვავილას პანთეონში", სადაც მის საფლავს მოქანდაკის . ნიკოლაძის შესრულებული ბიუსტი ამშვენებს.
სერგო ზაქარიაძის ქუჩა
სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო . მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში.1934 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები“, 1934), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე“, 1942-1943, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1960), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა“, 1965, ლენინური პრემია, 1966) ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. ზაქარიაძე 1955-1960 წლებში სცენურ მეტყველებას ასწავლიდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში.

კონსტანიტნე გამსახურდია
კონსტატინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს (ზოგი ცნობით 1891 წელს) სოფელ ძველ აბაშაში სიმონ გამსახურდიასა (1836-1906) და ელისაბედ (ლისა) თოფურიძის (თოფურიას) (?-1928) ოჯახში. კონსტანტინე სიმონის ბოლო, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა.კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. იგი პროზის დიდოსტატია, ასევე განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისითაც. 1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისშიკოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
ფელიქს კაკაურიძე

2008 წლამდე ფელიქს კაკაურიძის ქუჩა მოიხსენებოდა თაბუკაშვილის ქუჩად , თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომს შეეწირა ამ ქუჩის მკვიდრი ფეილიქს კაკაურიძე და მის საპატივცემულოდ დაარქვეს ეს სახელი .
(ბიოგრაფია და ფოტო მასალა მიუწვდომელია)
მაისურაძის ქუჩა
ბიოგრაფია და ფოტო მასალა მიუწვდომელია

No comments:

Post a Comment