ვაკისუბნად წოდებული ერთ-ერთი
უძველესი უბანი ქუთაისის სამხრეთ ნაწილშ მდებარეობს და მოიცავს დღევანდელი ნინოშვილის
ქუჩის ბოლო ნაწილს და მთლიანად გამსახურდიას ქუჩას.არის მოსაზრება ,რომ ძველი სახელწოდება
ბაკისუბანი ცნობილი იყო სოფლის მეურნეობით და მესაქონლეობით და თითქო საქონლის ბაგეები
ანუ იგივე ‘’ბაგეების უბანი’’ განიცდიდა ცვლილებებს-მივიღეთ ‘’ბაკისუბანი’’.
ბაკისუბანი სრული სახელწოდებაა.რთულ
სახელებში ‘’უბანი’’ ხშირი კომპონენტია.რაჭასა და იმერეთში არსებობს სოფლები:კლდის
უბანი,გორის უბანი,ქედის უბანი,შრომის უბანი,ვარდის უბანი,ბარდუბანი.
შესაძლოა ‘’ბაკისუბანი’’
‘’ვაკისუბანი’’ იყოს და ვაკე ადგილს აღნიშნავდეს.
ზედსართავი სახელის ‘’ვაკის’’
‘’ვ’’ თანხმოვანი ‘’ბ’’ თანმოვანმა შეცვალა,ასეთი შენცვლება გვხვდება დიალექტურ სიტყვებში:თებზი,კობზი,აბდარი.დაბარცხნა.
მე -16 საუკუნის ცნობების მიხედვით
‘’ბაკისუბანი’’ ბუკის საყვირის და საკრავ ადგილზე მიუთითებს.
‘’ბუკი’’ ტოპონიმიკურ ტერმინად
იხმარება სხვაგანაც.
სოფელ საირმეში ლეჩხუმში ერთ-ერთ
კორტოხს ‘’საბუკია’’ ეწოდება.
‘’ბაკისუბნიდან’’ ელ სუფიქსის
დართვით მიღებულია ადამიანის სადაურობის გამომხატველი ფორმა ‘’ბაკისუბნელი’’.
ძველად ბაკისუბანი მესხეთის
უბნად იწოდებოდა,რომელიც მოიცავდა ნინოშვილის ქუჩის ქვემო ნაწილს და დღევანდელი დასახლებებს
‘’პასილოკს’’ და ‘’ბამს’’.უფრო გვიან მესხეთი ცალკე გამოეყო,ხოლო დანარჩენ ტერიტორიას
ეწოდა ბაკისუბანი.ძველად ეს უბანი იმ ტერიტორიას
მოიცავდა,რომელიც ‘’მესხეთის’’ ქუჩის სხელით იყო ცნობილი.ეს ტერიტორია იმერეთის
მეფის საკუთრება იყო,სადაც გაშენებული იყო შესანიშნავი ბაღები და ხშირად ‘’ბაკისუბანს’’
მეფეთ დასასვენებელ აგარაკადაც კი მოიხსენიებნენ.
ბაკისუბანმა დროთა განმავლობაშ
სახე იცვალა.დიდი ეზოები დანაწილდა და უბნის ტერიტორიაზე რამდენიმე დასახლება გაჩნდა.
პირველი დიდი დასახლება ,რომელიც
ბაკისუბნის ტერიტორიაზე ცალკე გამოიყო ‘’გარნიაკის პასელოკია’’.
ეს არის ახლანდელი ელექტრომექანიკურის მიმდებარე ტერიტორია.შემდეგ
‘’გარნიაკი’’ ჩამოაცილეს და დარჩა ‘’ პასელოკი’’,რაც ‘’ ახალდასხლებას’’ნიშნავს.შემდეგ
დაიწყო ამ დასახლების ქუჩებად დაყოდა.ჯერ გამოეყო ლომონოსოვის ქუჩა,რომელიც შემდეგ
მარქსის პროსპექტად გადაკეთდა.ამჟამად კი თაბუკაშვილის გამზირია.ამას მოჰყვა ხუნდაძს,დადიანისა
და მაისურაძის დასახლება.
‘’ბამის’’ დასახლება არ არსებობდა
.ის ‘’ვაკისუბნად’’ ითვლებოდა.ახლანდელი კორპუსების ადგილას პურის ყანები ითესებოდა.ასევე
იყო ნიკეას ბოლო ნაწილი.